რომან გოცირიძე - „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე ალტერნატიულ პროექტს მოვამზადებთ, სადაც ეუთო/ოდირი-ს ყველა რეკომენდაცია იქნება ასახული
რომან გოცირიძე - „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე ალტერნატიულ პროექტს მოვამზადებთ, სადაც ეუთო/ოდირი-ს ყველა რეკომენდაცია იქნება ასახული

„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე ალტერნატიულ პროექტს მოვამზადებთ, სადაც ასახული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რაც იყო ეუთო/ოდირი-ს დასკვნაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ცვლილებები თვალთმაქცურია და თვალისასახვევი.

„არსებითად არაფერი იცვლება. სადაც საუბარია, დაშინებესა და ზეწოლაზე, ორწლიანი პატიმრობა შეცვლილია სამი წლით. თურმე, რვა წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების“ არც ერთი მომხრე იმიტომ არ დასჯილა მოსყიდვა-დაშინების გამო, რომ ორწლიანი მუხლი მცირე ყოფილა და ეს ადამიანები ამ ქმედებებს სამი წლის გამო შეწყვეტენ? ვინმე დააჯარიმეს, ვინც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურებოდა? ალტერნატიულ პროექტს მოვამზადებთ, სადაც ასახული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რაც იყო ეუთო/ოდირი-ს დასკვნაში. მმართველმა გუნდმა ამ რეკომენდაციებიდან მხოლოდ შვიდი გაითვალისწინა. ნამდვილ სახეს დავინახავთ, რა არის რეალური ცვლილება – ის, რომ ორწლიანი პატიმრობა სამით შეიცვალოს, თუ ის, რომ 25 მეტრის მანძილზე მათი მოკრიმინალო ელემენტების, ზონდერების მობილიზება არ იყოს, რომლებიც ამომრჩევლებს აშინებენ“, – განაცხადა გოცირიძემ.