რომან გოცირიძე – საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ერთი პარტიის ინტერესებზეა მორგებული და მას მხარს არ დავუჭერთ
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების განხილვას ესწრება.
რომან გოცირიძე დღევანდელ რიგგარეშე სხდომას არ დაესწრო, მიზეზად პოლიტიკური ბოიკოტი დაასახელა.
დეპუტატის თქმით, კომიტეტის სხდომას იმის გამო ესწრება, რომ მისმა ფრაქციამ კომიტეტს 30 შენიშვნა გადაუგზავნა.
„ჩვენმა ფრაქციამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს 30 შენიშვნა გადაუგზავნა. სხდომას დავესწრებით და ვნახავთ, იქნება თუ არა რაიმე გათვალისწინებული. ეს ეხება მოსყიდვას, დაშინებას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, საარჩევნო უბნების მოწყობასა და იმ უპირატესობას, რასაც „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებაზე ცვლილებები ანიჭებს. ეს კანონი მორგებულია ერთი პარტიის ინტერსებზე და მას მხარს არ დავუჭერთ. არ შესრულდა ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. 27 რეკომენდაციიდან შესრულდა მხოლოდ სამი და სანახევროდ – შვიდი. ასე ასრულებს „ქართული ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორების რჩევებს“, – განაცხადა გოცირიძემ.