რომან გოცირიძე – გიორგი ჩალაძეს უნდა, რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით? კომიკური სახე მიიღო უკვე პროცესმა

12:45, 11.11.2022

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე გიორგი ჩალაძის მიერ პარტიის თავმჯდომარედ კანდიდატურის დაყენებას ეხმაურება და მის მიერ რამდენიმე თვის წინ დაწერილ პოსტს აქვეყნებს, სადაც ჩალაძე წერს: „ზოგს ინტელექტი აკლია (ან არ აქვს), ზოგი ვირეშმაკაა. ზოგიც უბრალოდ, კუპონა ან რაც გინდათ ის დაუძახეთ“.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, „შევარდნაძე-ქართული ოცნების დეზინფორმაცია“ ჩალაძემ სრულიად უმიზეზოდ გამოაქვეყნა, პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხმა კი, უკვე კომიკური სახე მიიღო.

„ამ ადამიანს უნდა, რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით?

ეს პოსტი, შევარდნაძე-ქართული ოცნების დეზინფორმაცია, გამოაქვეყნა აგვისტოს თვეში, სრულიად უმიზეზოდ. კომიკური სახე მიიღო უკვე პროცესმა. პარტიაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და პარტიის ხელმძღვანელობის ყველა რგოლი უნდა დაკომპლექტდეს ღირსეული და კვალიფიციური ადამიანებით“, – წერს რომან გოცირიძე.

მსგავსი