რომან დოლიძემ ხადის იბრაგიმოვი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა [ვიდეო]
რომან დოლიძეს აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) წარმატებული დებიუტი ჰქონდა. მისი მეტოქე რუსი ხადის იბრაგიმოვი (8-3) იყო.
დაპირისპირება სპორტსმენებმა ერთმანეთის დაზვერვით დაიწყეს და პირველ წუთებში არც ერთი მათგანი არ აქტიურობდა. დარტყმების გაცვლებში დოლიძის უპირატესობა მალევე გამოიკვეთა. პირველი რაუნდის მიწურულს მან მეტოქეს ფეხით ძლიერი დარტყმა მიაყენა, ნოკდაუნში გაუშვა და ბრძოლის დასრულება აღარ გასჭირვებია.
ეს ქართველის პირველი დაპირისპირება იყო UFC-ის ეგიდით გამართულ ღონისძიებაზე და იგი კვლავ დაუმარცხებელია – შვიდი გამარჯვება და არც ერთ წაგება.