რომან დოლიძე UFC-ის საშუალო წონის რეიტინგში ერთი ადგილით დაწინაურდა #1TVSPORT
სოლტ ლეიკ სიტიში ჩატარებული UFC 307-ის შემდეგ ორგანიზაციამ მებრძოლთა რეიტინგი განაახლა. ახალ კლასიფიკაციაში პოზიცია შეიცვალა რომან დოლიძემ.
36 წლის ქართველი მებრძოლი საშუალო წონის რეიტინგში მე-10 ადგილზე იყო, ხოლო კევინ ჰოლანდის ტექნიკური ნოკაუტით დამარცხების შემდეგ ახალ რეიტინგში მე-9 ადგილზეა.
ამ მომენტისთვის UFC-ის 2 ქართველი ჩემპიონი ჰყავს. სუპერმსუბუქ წონას სათავეში მერაბ დვალიშვილი უდგას, ხოლო ქვემსუბუექს – ილია თოფურია. ამავე წონაში მე-11 ადგილზეა გიგა ჭიკაძე.
დვალიშვილი და თოფურია ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგის (P4P) ათეულშიც არიან. ილია მე-4 ადგილზეა, ხოლო მერაბი – მე-7-ზე.