რომან აბრამოვიჩს დიდი ბრიტანეთის ვიზა არ გაუხანგრძლივეს
რომან აბრამოვიჩს დიდი ბრიტანეთის ვიზა არ გაუხანგრძლივეს

რომან აბრამოვიჩს დიდი ბრიტანეთის ვიზა არ გაუხანგრძლივეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Bell-ი ბიზნესმენის უახლოეს წრეზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსი მილიარდერის ვიზის ვადა სამი კვირის წინ ამოიწურა. ამასთან, ოფიციალური უარი ვიზის გაცემაზე ჯერ ბიზნესმენს არ მიუღია და სავარაუდოდ მის საბუთებს დიდი ბრიტანეთის მთავრობა ჯერ კიდევ სწავლობს.

საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელის თვითმფრინავი ბოლოს ლონდონში აპრილში იყო. იმის გამო, რომ აბრამოვიჩს ვიზა არ ჰქონდა, მან გუშინ ინგლისის თასის ფინალზე ჩასვლაც ვერ შეძლო.

მანამდე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ებერ რადმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მდიდარი რუსების ვიზების შემოწმება დაიწყო. ლონდონმა ეს ნაბიჯი რუსი ორმაგი ჯაშუშის სერგეი სრკიპალის მოწამვლის შემდეგ გადადგა.