„რომამ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა #1TVSPORT
„რომამ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა #1TVSPORT

ივან იურიჩი „რომას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს, – წერია დედაქალაქური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.

49 წლის ხორვატი სპეციალისტი კვირას გაანთავისუფლეს – იტალიის ჩემპიონატის მე-12 ტურში „ბოლონიასთან“ (2:3) შინ წაგების შემდეგ. „რომა“ 13 ქულით გათამაშების ცხრილში მე-12 ადგილზეა.

იურიჩი „რომას“ სათავეში 18 სექტემბერს ჩაუდგა. გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ყველა ტურნირზე 13 მატჩში ექვსჯერ წააგო.