რომ არა პილოტი, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა
რომ არა პილოტი, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა

26 იანვარს, ლოს ანჯელესის მახლობლად ქალაქ კალაბასასთან კობი ბრაიანტის პირადმა შვეულმფრენმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 9-ვე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილია ჯიანა.

როგორც ირკვევა, მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით დიდი იქნებოდა, რომ არა პილოტის მოქმედება. ამერიკული მედია იუწყება, რომ 50 წლის მფრინავმა არა ზობაიანმა კატასტროფის ბოლო მომენტში საფრენი აპარატი დასახლებულ პუნქტს მოარიდა, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. უბედური შემთხვევის მთავარ მიზეზად ძლიერი ნისლი და უამინდობა სახელდება.