როლან გაროსზე მაყურებლის შეზღუდულ რაოდენობას დაუშვებენ #1TVSPORT
როლან გაროსზე მაყურებლის შეზღუდულ რაოდენობას დაუშვებენ #1TVSPORT

2021 წელს, „დიდი სლემის“ რიგით მეორე ტურნირს როლან გაროსს მაყურებლების შეზღუდული რაოდენობა დაესწრება.

საფრანგეთის სპორტის მინისტრმა ჟან-მიშელ ბლანკერმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ღია პირველობის სტარტზე ტრიბუნები მაქსიმუმ 35 პროცენტით შეივსება, ამასთან, მაყურებლის მაქსიმალური რიცხვი არ გადააჭარბებს ათას ადამიანს.

ყოველ ახალ ეტაპზე გულშემატკივრების რიცხვი გაიზრდება და 9 ივნისიდან მატჩებზე შეავსებენ ტრიბუნების 65 პროცენტს.

როლან გაროსი 31 მაისიდან 13 ივნისამდე გაიმართება.