როლან გაროსი - მეათე დღის ფაქტები და შედეგები #1TVSPORT
როლან გაროსი - მეათე დღის ფაქტები და შედეგები #1TVSPORT

ფაქტები

1 – ტამარა ზიდანშეკი პირველი სლოვენიელია, ვინც „დიდი სლემის“ ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს.

3 – ალექსანდრ ზვერევი მესამე გერმანელია, ვინც როლან გაროსის ნახევარფინალში გავიდა. გარდა ამისა, ეს გერმანელისთვის „დიდი სლემის“ მესამე ნახევარფინალია კარიერაში.

3 – სტეფანოს ციციპასი „დიდი სლემის“ ტურნირების ნახევარფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა.

7 – ანასტასია პავლიუჩენკოვამ მეშვიდე ცდიდან შეძლო „დიდი სლემის“ ნახევარფინალში გასვლა. მანამდე მას ექვსიდან ექვსი მეოთხედფინალი ჰქონდა წაგებული.

28 – ელენა რიბაკინა ეისები რაოდენობით ქალთა ტურნირის ლიდერია.

48 – ზიდანშეკმა პაულა ბადოსასთან მეოთხედფინალში 48 „ვინერსი“ დააფიქსირა.

62 – ციციპასი მეორე მოწოდებაზე ქულების 62 პროცენტს იგებს, რაც მამაკაცთა ტურნირზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

90 – პავლიუჩენკოვასა და რიბაკინას მეოთხედფინალში ჯამში 90 „ვინერსი“ ჰქონდათ.

96 – ზვერევს მხოლოდ 96 წუთი დასჭირდა მეოთხედფინალში ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინას დასამარცხებლად.

 

კაცები. 1/4 ფინალი

ა. ზვერევი (გერ, 6)-დავიდოვიჩ ფოკინა (ესპ)     6:4, 6:1, 6:1

ციციპასი (საბ, 5)-მედვედევი (რუს, 2)      6:3, 7:6(3), 7:5

 

ქალები. 1/4 ფინალი

ზიდანშეკი (სლოვე)-ბადოსა (ესპ, 33)       7:5, 4:6, 8:6

პავლიუჩენკოვა (რუს, 31)-რიბაკინა (ყაზ, 21)    6:7(2), 6:2, 9:7