როლან გაროსი, კაცები - მეექვსე დღის ფაქტები და შედეგები #1TVSPORT
როლან გაროსი, კაცები - მეექვსე დღის ფაქტები და შედეგები #1TVSPORT

* სტეფანოს ციციპასმა და ფედერიკო დელბონისმა 2021 წლის სეზონში გრუნტზე 19-19 მატჩი მოიგეს და ლიდერობენ ტურში ამ მაჩვენებლით.

* 30 წლის დელბონისი პირველად გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების მერვედფინალში. ამისთვის მას 27 ცდა დასჭირდა.

* კრისტიან გარინი მეექვსე ჩილელი გახდა, ვინც როლან გაროსის მეექვსე კვირაში გადავიდა. მანამდე ეს გააკეთეს – ხაიმე ფილოლმა, პატრისიო კორნეხო სეკელმა, ჰანს გილდემაისტერმა, მარსელო რიოსმა და ფერნანდო გონსალესმა.

 

კაცები. 1/16 ფინალი

მედვედევი (რუს, 2)-ოპელკა (აშშ, 32)       6:4, 6:2, 6:4

ციციპასი (საბ, 5)-მარტინესი (ესპ) 6:3, 6:4, 6:3

ა. ზვერევი (გერ, 6)-ჯერე (სერ)      6:2, 7:5, 6:2

კარენო ბუსტა (ესპ, 12)-ჯონსონი (აშშ)    6:4, 6:4, 6:2

დავიდოვიჩ ფოკინა (ესპ)-რუუდი (ნორ, 15)      7:6(3), 2:6, 7:6(6), 0:6, 7:5

გარინი (ჩილ, 22)-ჯირონი (აშშ)      6:1, 7:5, 6:2, 6:2

დელბონისი (არგ)-ფონინი (იტა, 27)          6:4, 6:1, 6:3

ისნერი (აშშ, 31)-კრაინოვიჩი (სერ)            7:6(6), 6:1, 7:6(5)

ნიშიკორი (იაპ)-ლააკსონენი (შვეიც)         7:5 უარი