როლან გაროსი 2024 | ქალთა შორის ფინალში იგა შვიონტეკი ჟასმინ პაოლინის შეხვდება #1TVSPORT
ჩოგბურთში წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირზე, როლან გაროსზე ქალთა შორის ფინალური წყვილი გამოვლინდა.
ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში მსოფლიოს პირველი ნომერი, პოლონელი იგა შვიონტეკი იტალიელ ჟასმინ პაოლინის შეხვდება, რომელიც კლასიფიკაციაში მე-15 ადგილზეა.
ნახევარფინალში როლან გაროსის სამგზის გამარჯვებულმა, შვიონტეკმა ამერიკელი კოკო გაუფი ორ სეტში, 6:2, 6:4 დაამარცხა, ხოლო პაოლინიმ ნეიტრალური დროშით გამომსვლელ მირა ანდრეევას 6:3, 6:1 მოუგო.
შედეგად, პოლონელ ჩოგბურთელს კარიერაში მეხუთე დიდი სლემის ტურნირის მოგების შანსი აქვს, ხოლო პაოლინი ყველაზე პრესტიჟული კატეგორიის პირველი ტურნირის მოგებას შეეცდება.
როლან გაროსზე ქალთა შორის ფინალური მატჩი 8 ივნისსაა დაგეგმილი.