აშშ-ის ღია პირველობის ახალმა ჩემპიონმა დომინიკ ტიმმა ცხრა მატჩამდე გაზარდა თავისი მოგებათა სერია – ავსტრიელმა როლან გაროსის მეორე წრეში 6:1, 6:3, 7:6(6) დაამარცხა ამერიკელი ჯეკ სოკი და ამისთვის მხოლოდ საათი და 22 წუთი დახარჯა. თუმცა, ფავორიტი ახლოს იყო მესამე სეტში მარცხთან – 3:6-ს აგებდა ტაი-ბრეიკს და მის მეტოქეს სამმაგი სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ ტიმმა ზედიზედ ხუთი ქულა აიღო და არ გადაიყვანა თამაში მეოთხე სეტში.
პირველ სეტში ავსტრიელმა სამი ბრეიკი შეასრულა, მეორეში ერთი, მესამე პარტიაში კი ორჯერ დაწინაურდა ბრეიკით, მაგრამ სოკმა ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში და საჭირო გახდა ტაი-ბრეიკის ჩატარება.
შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში ტიმმა ასევე სამ სეტში მოუგო ხორვატი მარინ ჩილიჩს.