როლან გაროსი 2019 - ნადალი და ფედერერი ბადის ერთ ნახევარში მოხვდნენ
პარიზში გაიმართა „დიდი სლემის“ მეორე ტურნირის – როლან გაროსის ძირითადი ბადის წილისყრა.
კაცების ბადეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო გასარკვევი – ბადის რომელ ნახევარში მოხვდებოდა მსოფლიოს მესამე ჩოგანი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი? საბოლოოდ, ლეგენდარული ჩოგბურთელი რაფაელ ნადალის მხარეს მოხვდა და ესპანელის სავარაუდო მეტოქეა ნახევარფინალში. ნადალისთვის კიდევ ერთ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ბერძენი სტეფანოს ციციპასი, რომელთანაც ცოტა ხნის წინ, მადრიდის „მასტერსზე“ წააგო.
მსოფლიოს პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩი ფინალამდე ფედერერს ასცდა, მაგრამ ბადის მის ნახევარში გაცილებით ძლიერი მეტოქეები არიან – შარშანდელი ფინალისტი დომინიკ ტიმი, რომელსაც თავად ჯოკოვიჩი უწოდებს მთავარ ფავორიტს, ხუან მარტინ დელ პოტრო, ვისაც ნოვაკმა რომის „მასტერსზე“ ორი მატჩბოლის მოგერიების შემდეგ მოუგო, ფაბიო ფონინი, რომელმაც ბარსელონას ტურნირზე ნადალს სძლია, ალექსანდრ ზვერევი.
რაფაელ ნადალი შარშანდელი ტიტული დაცვას კვალიფიკაციის რომელიმე გამარჯვებულთან შეხვედრით დაიწყებს და მეორე რაუნდშიც კვალიფიკაციიდან გამოსულებს შორის მოგებულს უნდა შეხვდეს.
ჯოკოვიჩის პირვველი მეტოქე პოლონელი ჰუბერტ იურკაშია, რომელსაც ბოლო დროს სერიოზული პროგრესი აქვს, ფედერერი კი იტალიელ ლორენცო სონეგოს უნდა შეხვდეს.
მეთექვსმეტედფინალის სავარაუდო წყვილები:
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ჟილ სიმონი (საფ, 26)
დენის შაპოვალოვი (კან, 20)-ბორნა ჩორიჩი (13)
ფაბიო ფონინი (იტა, 9)-რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ, 18)
დუშან ლაიოვიჩი (სერ, 30)-ალექსანდრ ზვერევი (გერ,5)
დომინიკ ტიმი (ავსტრია, 4)-კაილ ედმუნდი (ბრიტ, 28)
ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 23)-გაელ მონფილსი (საფ, 14)
კარენ ხაჩანოვი (რუს, 10)-ლუკ პუიე (საფ, 22)
ფელიქს ოჟე-ალიასიმი (საფ, 25)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 8)
სტაფანოს ციციპასი (საბ, 6)-ფრანსის ტიაფო (აშშ, 32)
სტენ ვავრინკა (შვეიც, 24)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 11)
მარკო ჩეკინატო (იტა, 16)-დიეგო შვარცმანი (არგ, 17)
მატეო ბერეტინი (იტა, 29)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)
კეი ნიშიკორი (იაპ, 7)-ლასლო ჯერე (სერ, 31)
ალექს დე მინორი (ავსტრა, 21)-დანიილ მედვედევი (რუს, 12)
ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქ, 15)-გვიდო პეია (არგ, 19)
დავიდ გოფენი (ბელ, 27)-რაფაელ ნადალი (ესპ, 2)
მერვედფინალის სავარაუდო წყვილები:
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ბორნა ჩორიჩი (13)
ფაბიო ფონინი (იტა, 9)-ალექსანდრ ზვერევი (გერ,5)
დომინიკ ტიმი (ავსტრია, 4)-გაელ მონფილსი (საფ, 14)
კარენ ხაჩანოვი (რუს, 10)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 8)
სტაფანოს ციციპასი (საბ, 6)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 11)
მარკო ჩეკინატო (იტა, 16)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)
კეი ნიშიკორი (იაპ, 7)-დანიილ მედვედევი (რუს, 12)
ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქ, 15)-რაფაელ ნადალი (ესპ, 2)
მეოთხედფინალის სავარაუდო წყვილები:
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ალექსანდრ ზვერევი (გერ,5)
დომინიკ ტიმი (ავსტრია, 4)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 8)
სტაფანოს ციციპასი (საბ, 6)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)
კეი ნიშიკორი (იაპ, 7)-რაფაელ ნადალი (ესპ, 2)
ნახევარფინალის სავარაუდო წყვილები:
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-დომინიკ ტიმი (ავსტრია, 4)
როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-რაფაელ ნადალი (ესპ, 2)