როჯერ გეილი - რუსეთის მიერ საქართველოში გამყოფი ხაზის გავლება უკანონობაა
ბრიტანელი დეპუტატი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი როჯერ გეილი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოში გამყოფი ხაზის გავლება უკანონობაა.
გეილი აცხადებს, რომ არც ერთ სახელმწიფოს აქვს უფლება, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიები მიიტაცოს.
„ეს არასწორია და ასე არ უნდა ხდებოდეს. საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული, ეს ყველაფერი შორსაა იმისგან, რა ვალდებულებების შესრულების პირობაც რუსეთმა ევროსაბჭოში დაბრუნებით დადო. ეს კი არის ასამბლეის წესების კლასიკური ხიდი.
რაც შეეხება ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხს, მჯერა რომ ადამიანობამ და სიცოცხლის გადარჩენამ უნდა მოიპოვოს უპირატესობა ყველგან და ყოველთვის. იმ ექიმის დაკავება კი, რომელსაც სამედიცინო დახმარება სურდა გაეწია იმისთვის, ვისაც ეს სასიცოცხლოდ სჭირდებოდა, არის ყოვლად მიუღებელი ნებისმიერი ცივილური საზოგადოებისთვის.
ამ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია და ყველა მისი წარმომადგენელი სრულად, ცალკეულად და კოლექტიურად, სხვა სიტყვებით კი, ინდივიდუალურად პასუხისმგებელია ამ ქმედებების გამო. ჩვენ ყველანი ვართ პასუხისმგებლები ჩვენს ქმედებებზე. გამყოფი ხაზი, რომელიც რუსეთმა საქართველოში გაავლო, უკანონობაა. მჯერა, რომ ამ ასამბლეის ყველა წევრმა უნდა აიღოს პირადი პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც ისინი არასწორად აკეთებენ“, – აცხადებს როჯერ გეილი.