როჯერ ფედერერი - როლან გაროსზე რაფაელ ნადალის არყოფნა ჩოგბურთისთვის დამანგრეველი იქნება #1TVSPORT
რაფაელ ნადალის თამაში წლის მეორე დიდი სლემის ტურნირზე, როლან გაროსზე საეჭვოა. 100 დღეზე მეტია, ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელი კორტზე ტრავმის გამო არ გასულა.
ნადალის ირგვლივ შექმნილ ვითარებას როჯერ ფედერერი გამოეხმაურა, რომლის აზრითაც, ესპანელის არყოფნა საფრანგეთის ღია პირველობაზე ჩოგბურთისთვის დამანგრეველი იქნება.
„ჩოგბურთი ბევრს დაკარგავს, დამანგრეველი იქნება, თუ რაფაელ ნადალი როლან გაროსზე თამაშს ვერ შეძლებს. ვიმედოვნებ, ის ტურნირისთვის ფორმაში ჩადგომას მოასწრებს.
ასევე მსურს, როლან გაროსზე ნოვაკ ჯოკოვიჩიც ვიხილო, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ცოტას თამაშობს და მისი ყოფნაც პარიზში მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ფედერერმა.
როლან გაროსის 14 გზის ჩემპიონმა, რაფაელ ნადალმა ტრავმა ავსტრალიის ღია პირველობის დროს მიიღო. მან 2023 წელს თიხის საფარზე გამართულ ვერცერთ ტურნირზე ითამაშა, რაც ესპანელის კარიერაში პირველად მოხდა.