„როიტერის“ ინფორმაციით, სერგეი შოიგუ უკრაინაში იმყოფებოდა
„როიტერის“ ინფორმაციით, სერგეი შოიგუ უკრაინაში იმყოფებოდა

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინაში იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, შოიგუმ უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილები მოინახულა.

„რუსული ქვედანაყოფების სამეთაურო პუნქტებზე, არმიის გენერალმა, სერგეი შოიგუმ მეთაურებისგან მოისმინა მოხსენებები მთავარ ოპერატიულ რაიონებში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმდინარე ვითარებისა და მოქმედებების შესახებ“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, არ არის ცნობილი, როდის შედგა თავდაცვის მინისტრის უკრაინაში ვიზიტი.

დატოვე კომენტარი