„როიტერის“ ინფორმაციით, ნატო-ს ელჩები საგანგებო შეხვედრაზე იკრიბებიან, რომელზეც პოლონეთში, უკრაინის საზღვართან რაკეტის ჩამოვარდნის საკითხს განიხილავენ 

12:40, 16.11.2022

ნატო-ს ელჩები საგანგებო შეხვედრაზე იკრიბებიან, რომელზეც აღმოსავლეთ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან რაკეტის ჩამოვარდნის საკითხს განიხილავენ.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ბრიუსელში ელჩების შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თავმჯდომარეობით გაიმართება. სტოლტენბერგი შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციას გამართავს.

პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, რაკეტა უკრაინის საზღვრიდან ექვს კილომეტრში მდებარე სოფელში ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი