„როიტერის“ ინფორმაციით, ერაყის უსაფრთხოების ძალებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
„როიტერის“ ინფორმაციით, ერაყის უსაფრთხოების ძალებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის დედაქალაქში საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

„როიტერის“ ინფორმაციით, დემონსტრანტები კორუფციის და ეკონომიკური პრობლემების გასაპროტესტებლად ე.წ. მწვანე ზონისკენ, სამთავრობო შენობების მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.

ერაყში მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები განახლდა. მიმდინარე თვეში დაპირისპირებას 150-მდე ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ბაღდადის ცენტრში არეულობის შედეგად, სამედიცინო დახმარება 20 ადამიანს დასჭირდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ადელ აბდულ მაჰდი აცხადებს, რომ მოქალაქეებს აქციის გამართვის უფლება აქვთ, თუმცა ძალადობას ხელისუფლება არ შეეგუება.