„როიტერის“ ინფორმაციით, ემანუელ მაკრონი ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ხვალ წარადგენს
„როიტერის“ ინფორმაციით, ემანუელ მაკრონი ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ხვალ წარადგენს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას ორშაბათს წარადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ საფრანგეთის პრეზიდენტთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალებისთვის გახდა ცნობილი, ემანუელ მაკრონი და ახალი პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი ელისეის სასახლეში დღეს შეხვდებიან და ახალი მთავრობის ფორმირებას განიხილავენ.

საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა გადადგომის შესახებ 3 ივლისს განაცხადა.

დატოვე კომენტარი