„როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პირველად, ისრაელში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად დაიკლო
„როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პირველად, ისრაელში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად დაიკლო

ბოლო ოთხი თვის განმავლობაში პირველად, ისრაელში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად დაიკლო. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, მიზეზი ე.წ. ბუსტერ დოზები, ვაქცინაციის პასპორტის შემოღება და პირბადის ტარება გახდა.

ისრაელში „კოვიდ-19“-ის მეოთხე ტალღა ივნისში დაიწყო. ქვეყანაში ძირითადად „დელტა“ ვარიანტია გავრცელებული. კარანტინის დაწესების ნაცვლად, მთავრობამ მხარი დაუჭირა ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებას. ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა ისრაელში 12 წლიდან არის შესაძლებელი. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს კოვიდპასპორტები, რომელთა გარეშეც რესტორნებსა და სხვა დაწესებულებებში შესვლა აკრძალულია.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში „ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზით 3 797 909 ადამიანია ვაქცინირებული.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ისრაელში „კოვიდ-19“-ის 1 313 755 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 7 976 ადამიანი.