„როიტერის“ ცნობით, რუსეთი ინდოეთს სთხოვს, დაეხმაროს ავტომობილების, თვითმფრინავებისა და მატარებლების სათადარიგო ნაწილებით
„როიტერის“ ცნობით, რუსეთი ინდოეთს სთხოვს, დაეხმაროს ავტომობილების, თვითმფრინავებისა და მატარებლების სათადარიგო ნაწილებით

„როიტერის“ ცნობით, რუსეთი ინდოეთს სთხოვს, დაეხმაროს ავტომობილების, თვითმფრინავებისა და მატარებლების სათადარიგო ნაწილებით. როგორც სააგენტო იუწყება, სანქციების გამო, რუსეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროების სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად საჭირო სათადარიგო ნაწილების დეფიციტს განიცდის.

„როიტერის“ წყაროს ცნობით, მოსკოვმა უკვე გადაუგზავნა ინდოეთს იმ ნაწილების ნუსხა, რომელიც მას ესაჭიროება. საუბარია დაახლოებით 500 სხვადასხვა ნაწილზე. ამ ნუსხაში შეტანილია როგორც თვითმფრინავების, ავტომობილებისა და მატარებლების სათადარიგო ნაწილები, ასევე ქაღალდისა და ტექსტილის წარმოებისთვის საჭირო მასალა და აღჭურვილობა.

„როიტერის“ ცნობით, ინდოეთის მთავრობა ჯერ ვერ აკონკრეტებს, რა ნაწილების გაგზავნას დათანხმდება რუსეთში და რა მოცულობით.