„როიტერის“ ცნობით, კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან გაუჩინარებული ხომალდის სამძებრო სამუშაოების დროს წყალქვეშა ხომალდიდან ხმები დააფიქსირეს
„როიტერის“ ცნობით, კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან გაუჩინარებული ხომალდის სამძებრო სამუშაოების დროს წყალქვეშა ხომალდიდან ხმები დააფიქსირეს

კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან გაუჩინარებული ხომალდის სამძებრო სამუშაოების დროს სამძებრო ოპერაციაში ჩართულმა პირებმა წყალქვეშა ნავიდან ხმები დააფიქსირეს, – ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.

მედიის ცნობით, გაუჩინარებულია წყალქვეშა ნავი, რომელსაც „ტიტანიკის“ ნამსხვრევების შესასწავლად ტურისტები გადაჰყავდა.

როგორც მედია წერს, ხომალდზე, სავარაუდოდ, ხუთი ადამიანი იმყოფება. სანაპიროს დაცვაში განაცხადეს, რომ გაუჩინარებულ ხომალდზე მყოფ პირებს ჟანგბადის მარაგი დაახლოებით 24 საათის განმავლობაში ეყოფათ.

„წყალქვეშა სამძებრო ოპერაციებმა გადაინაცვლა იმ მხარეში, სადაც თითქოს ხმები მოდიოდა, მაგრამ დაკარგულ ხომალდთან დაკავშირებით ხელშესახები ნიშანი მაინც არ არის“, – წერს სანაპირო დაცვა „ტვიტერზე“.

მედიის ცნობით, ტურისტული ექსპედიციისთვის, რომლის ღირებულება თითო ადამიანზე 250 000 დოლარია, ბორტზე იმყოფებოდნენ ბრიტანელი მილიარდერი ჰამიშ ჰარდინგი, წარმოშობით პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი, თავის 19 წლის ვაჟთან ერთად, რომლებიც ბრიტანეთის მოქალაქეები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ ფრანგი მკვლევარი პოლ-ჰენრი ნარგეოლე და სტოკტონ რაში – OceanGate Expeditions-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ხელისუფლებას არცერთი მგზავრის ვინაობა არ დაუდასტურებია.