„როიტერის“ ცნობით, ბაღდადის „მწვანე ზონაში“ სამი რაკეტა ჩამოვარდა
„როიტერის“ ცნობით, ბაღდადის „მწვანე ზონაში“ სამი რაკეტა ჩამოვარდა

ბაღდადის ე.წ მწვანე ზონაში, სადაც საელჩოები და სახელმწიფო დაწესებულებებია განთავსებული, სამი რაკეტა ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ უსაფრთხოების ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ბაღდადის ცენტრში განგაშის სირენები ჩაირთო. ერთ-ერთი რაკეტა აშშ-ის საელჩოდან 100 მეტრის მოშორებით ჩამოვარდა.

შეგახსენებთ, 8 იანვარს, ღამით ირანმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა ერაყში მდებარე ორ სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკული ჯარებია დისლოცირებული. როგორც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, ეს იყო თეირანის შურისძიება ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის გამო.