„როიტერი“ - ყაზახეთის მთავრობა ინტერნეტში სათვალთვალო სისტემის შექმნას ცდილობდა
„როიტერი“ - ყაზახეთის მთავრობა ინტერნეტში სათვალთვალო სისტემის შექმნას ცდილობდა

კომპანია „გუგლმა“ და „ფაიერფოქსმა“ დაბლოკეს ყაზახეთის მთავრობის მცდელობა, შეექმნა ინტერნეტში მომუშავე სათვალთვალო სისტემა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრეცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ორივე კომპანიის პროგრამებში გამოვლინდა ყაზახეთის მთავრობის მიერ შექმნილი სისტემა, რომლის საშუალებითაც ხელისუფლების წარმომადგენლებს შეეძლოთ, მომხმარებლების მიერ აკრეფილი ნებისმიერი ტექსტი გაეშიფრათ.

მანამდე ყაზახეთის მთავრობის წევრებმა განაცხადეს, რომ შექმნეს ახალი პროგრამა, რომელიც ყაზახეთის მოქალაქეებს ჰაკერების თავდასხმების, ონლაინთაღლითობისა და სხვა სახის კიბერსაფრთხეებისგან დაიცავდა.