„როიტერი“ - ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ ნატო-ში გაწევრიანების ამბიციაზე უარს ამბობს
„როიტერი“ - ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ ნატო-ში გაწევრიანების ამბიციაზე უარს ამბობს

უკრაინის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ ნატო-ში გაწევრიანების ამბიციაზე უარს ამბობს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

როგორც მედია იუწყება, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დასასრულებლად უკრაინის მხრიდან კომპრომისის სახით, უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, უარი თქვა ნატო-ში გაწევრიანების ამბიციაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ის, ევროპისა და სხვა პარტნიორების უსაფრთხოების გარანტიები, ნატო-ში გაწევრიანების ნაცვლად, უკრაინის მხრიდან კომპრომისი იყო.

„უკრაინის სურვილი თავიდანვე იყო ნატო-ში გაწევრიანება, ეს არის უსაფრთხოების რეალური გარანტიები. აშშ-მა და ევროპის ზოგიერთმა პარტნიორმა არ დაუჭირა მხარი ამ მიმართულებას. ამიტომ დღეს უკრაინასა და აშშ-ს შორის ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები, აშშ-ის მხრიდან ჩვენთვის მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიები და ევროპელი კოლეგების, ასევე სხვა ქვეყნების – კანადის, იაპონიის – უსაფრთხოების გარანტიები წარმოადგენს შესაძლებლობას, თავიდან ავიცილოთ კიდევ ერთი რუსული შემოჭრა. და ეს უკვე ჩვენი მხრიდან კომპრომისია“, – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები იურიდიულად სავალდებულო უნდა იყოს.