„როიტერი“ - ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე კამალა ჰარისის კანდიდატები ჯოშ შაპირო და ტიმ უოლცი არიან
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა მომავალი ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატთა სია ორამდე შეამცირა. ამის შესახებ გამოცემა „როიტერი“ წყაროებზე დაყრნდობით წერს.
მედიის ცნობით, კამალა ჰარისის კანდიდატები ვიცეპრეზიდენტობისთვის პენსილვანიის გუბერნატორი ჯოშ შაპირო და მინესოტას გუბერნატორი ტიმ უოლცი არიან.
სავარაუდოა, რომ ჰარისი თავისი არჩევანის შესახებ სამშაბათს ფილადელფიაში ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად დაგეგმილ პირველ საჯარო გამოსვლამდე განაცხადებს.
წყაროების ცნობით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მიღებულია თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით. შაპიროსა და უოლცის გარდა, სხვა კანდიდატებს შორის იყვნენ სენატორი მარკ კელი, კენტუკის გუბერნატორი ენდი ბეშიარი და ილინოისის გუბერნატორი ჯეი ბი პრიცკერი.