„როიტერი“ – უპილოტო საფრენმა აპარატმა იერიში მიიტანა ერაყში მდებარე ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროებიც იმყოფებიან

12:19, 08.05.2021

უპილოტო საფრენმა აპარატმა ერაყში მდებარე ბაზაზე მიიტანა იერიში, სადაც ამერიკელი სამხედროებიც იმყოფებიან. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ოფიციალური წარმომადგენლის, უეინ მოროტოს ცნობით, საუბარია აინ-ალ-ასადის სამხედრო ბაზაზე.

პოლკოვნიკ უეინ მოროტოს თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დაზიანდა ანგარი.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღი. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი