„როიტერი“ - უკრაინის საკითხზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთმა აშშ-ს მოთხოვნები გადასცა
„როიტერი“ - უკრაინის საკითხზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთმა აშშ-ს მოთხოვნები გადასცა

უკრაინის საკითხზე შეთანხმების მისაღწევად და ორმხრივი ურთიერთობების დასარეგულირებლად რუსეთმა აშშ-ს მოთხოვნების სია გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს წყაროები ამბობენ, რომ რუსმა და ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა პირობები ბოლო სამი კვირის განმავლობაში განიხილეს.

„როიტერის“ ინფორმაციით, მოთხოვნები მოიცავს უკრაინისთვის ნატო-ს წევრობის გამორიცხვას; შეთანხმებას, რომ უცხოელი ჯარისკაცები უკრაინის ტერიტორიაზე არ განთავსდებიან და საერთაშორისო აღიარებას, რომ ყირიმი, ასევე უკრაინის ოთხი რეგიონი რუსეთს ეკუთვნის.

„როიტერი“ წერს, რომ მოსკოვი ომის დაწყების „ძირეული მიზეზების“ აღმოფხვრას მოითხოვს, რაც ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას ეწინააღმდეგება.