„როიტერი“ – უკრაინამ რუსეთს შესთავაზა, რომ შავ ზღვაში არსებულ სამოქალაქო ობიექტებზე იერიშები აღარ მიიტანონ

23:19, 13.08.2026

უკრაინამ რუსეთს შესთავაზა, რომ შავ ზღვაში არსებულ სამოქალაქო ობიექტებზე იერიშები აღარ მიიტანონ, – ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, უკრაინამ წინადადება რუსეთს მესამე მხარის საშუალებით შესთავაზა, თუმცა რუსეთის პასუხი ჯერ უცნობია.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინამ რუსეთს შეთავაზება მას შემდეგ გაუგზავნა, რაც გემებსა და პორტებზე მიტანილი იერიშების შემდეგ საკვების გლობალურ მარაგთან დაკავშირებით რისკები გაიზარდა.

მანამდე გამოცემა „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, უკრაინა დათანხმდა, არ დაესხას თავს იმ ნავთობტანკერებსა და შავი ზღვის ინფრასტრუქტურას, რომლებიც რუსეთს არ ეკუთვნის.

მსგავსი