„როიტერი“ – ტყვეების გაცვლის შედეგად უკრაინას 14 უკრაინელი სამხედრო დაუბრუნდა

20:30, 02.09.2022

ტყვეების გაცვლის შედეგად უკრაინას 14 უკრაინელი სამხედრო დაუბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ უკრაინის სამხედრო ტყვეების საკოორდინაციო ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცენტრში გათავისუფლებულთა ვინაობას არ აკონკრეტებენ. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, გათავისუფლებულთა შორის ერთი ოფიცერი და ერთი მედიკოსია.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, სამხედროები რუსების ტყვეობაში მაისის ბოლოს ჩავარდნენ.

 

მსგავსი