„როიტერი“ - ტყის ხანძარმა ათენის დასავლეთით მდებარე ტყეები გაანადგურა, მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას ტემპერატურის მოსალოდნელი მატების შესახებ აფრთხილებს
„როიტერი“ - ტყის ხანძარმა ათენის დასავლეთით მდებარე ტყეები გაანადგურა, მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას ტემპერატურის მოსალოდნელი მატების შესახებ აფრთხილებს

ტყის ხანძარმა ათენის დასავლეთით მდებარე ტყეები გაანადგურა, მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას ტემპერატურის მოსალოდნელი მატების შესახებ აფრთხილებს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, საბერძნეთის ხელისუფლებამ რეგიონის ოთხი დასახლების, მათ შორის აგიოს სოტირასის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.

მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას ტემპერატურის მოსალოდნელი მატების შესახებ აფრთხილებს. ამჟამად ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, ხოლო მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, 45 გრადუსამდე მოიმატებს.

„ჩვენ წინ გვაქვს ტემპერატურის მატება და შესაძლოა, უფრო ძლიერი ქარი, ამიტომ უნდა ვიყოთ აბსოლუტურად ფხიზლად უახლოეს დღეებში“, – განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა.

საბერძნეთის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა არქეოლოგიური ადგილი, მათ შორის აკროპოლისი, დაიხურება ადგილობრივი დროით 12:00 საათიდან 17:30 საათამდე.