„როიტერი“ - თურქეთში ოპოზიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, პროსამთავრობო კომპანიებს ბოიკოტი გამოუცხადონ
თურქეთის ოპოზიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, პროსამთავრობო კომპანიებს ბოიკოტი გამოუცხადონ.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
თურქეთის ოპოზიციამ მოუწოდა მომხრეებს, ბოიკოტი გამოუცხადონ მთავრობასთან დაკავშირებულ ჰოლდინგურ კომპანიებს, ყავის სავაჭრო ქსელებს და სატელევიზიო არხებს.
ოპოზიციის აქტივისტებმა ამ მოთხოვნით აქცია სტამბოლში ყავის ერთ-ერთ მაღაზიასთან გამართეს.
„თურქმა ხალხმა შორს უნდა დაიჭიროს თავი ერდოღანისა და მისი თანამზრახველების კუთვნილი ინსტიტუტებისგან. არ დააფინანსოთ ერდოღანის მთავრობა“, – განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბოიკოტს უპასუხისმგებლობა უწოდა.
ცნობისთვის, თურქეთში საპროტესტო აქციები სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავებას მოჰყვა.