„როიტერი“ - თურქეთი რუსეთთან და უკრაინასთან ბოსფორის გავლით მარცვლეულის ექსპორტის დერეფნის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს
თურქეთი რუსეთთან და უკრაინასთან ბოსფორის გავლით მარცვლეულის ექსპორტის დერეფნის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ თურქეთის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„თურქეთიდან გასახსნელი დერეფნით გაჩნდა მოთხოვნა, რომ ამ მარცვლეულს მიეღწია მიზნობრივ ბაზრებზე. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს“, – განაცხადა თურქეთის მთავრობის წარმომადგენელმა.
ორმა სხვა ევროპულმა წყარომ „როიტერს“ ასევე დაუდასტურა დისკუსიები უკრაინიდან მარცვლეულის გატანაში თურქეთის შესაძლო მონაწილეობაზე.
„თურქეთი მზადაა, წვლილი შეიტანოს ოდესიდან ამ ექსპორტის ერთგვარ მონიტორინგში შავი ზღვის გავლით, რადგან თურქეთი ტრადიციულად ძალიან ძლიერია შავ ზღვაში და ისინი მზად არიან დახმარებისთვის“, – აცხადებს გამოცემის წყარო.