„როიტერი“ – თეთრი სახლი ვოლოდიმირ ზელენსკის ალასკაზე მიწვევის საკითხს განიხილავს

10:56, 10.08.2025

თეთრი სახლი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ალასკაზე მიწვევის საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით მედია იუწყება, რომ 15 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე ზელენსკის მიწვევის შესაძლებლობა არსებობს.

„ეს საკითხი განხილვის პროცესშია“, – აღნიშნა ანონიმურმა წყარომ.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრამპი მზადაა სამმხრივი შეხვედრისთვის.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ალასკაზე 15 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი