„როიტერი“ - თეთრ სახლში განმარტავენ, რომ ჯო ბაიდენი რუსეთში რეჟიმის ცვლილებას არ ითხოვს
თეთრმა სახლმა ვარშავაში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა და დააზუსტა, რომ ბაიდენი რუსეთში რეჟიმის ცვლილებას არ ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინს არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გამოიყენოს ძალაუფლება რუსეთის მეზობლების წინააღმდეგ. ის არ განიხილავდა პუტინის ძალაუფლებას რუსეთში ან რეჟიმის ცვლილებას“, – განაცხადეს თეთრ სახლში.
ვარშავაში მოქალაქეებისადმი სიტყვით გამოსვლა ჯო ბაიდენმა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „ღვთის გულისთვის, არ შეიძლება, რომ ამ კაცმა შეინარჩუნოს ძალაუფლება“.