„როიტერი“ - თავდამსხმელი, რომელმაც ქალაქ ნიცაში სამი ადამიანი მოკლა, საფრანგეთში იტალიიდან ჩავიდა
„როიტერი“ - თავდამსხმელი, რომელმაც ქალაქ ნიცაში სამი ადამიანი მოკლა, საფრანგეთში იტალიიდან ჩავიდა

თავდამსხმელი, რომელმაც საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ეკლესიასთან სამი ადამიანი მოკლა, ქვეყანაში იტალიიდან ჩავიდა და მას იტალიის წითელი ჯვრის თანამშრომლის დოკუმენტები ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი წარმოშობით ტუნისიდანაა, ის 1999 წელსაა დაბადებული და საფრანგეთში იტალიის ქალაქ ბარიდან 9 ოქტომბერს ჩავიდა. ის სათვალთვალო კამერამ ნიცის რკინიგზის სადგურში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, გუშინ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი მოკლა და რამდენიმე დაჭრა. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა.  ქალაქის მერი მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს.