„როიტერი“ - სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, შესაძლოა, ავიაკატასტროფაში დაიღუპა
„როიტერი“ - სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, შესაძლოა, ავიაკატასტროფაში დაიღუპა

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი, შესაძლოა, ავიაკატასტროფაში დაიღუპა, – ამის შესახებ „როიტერი“ სირიულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაშარ ასადის თვითმფრინავი დამასკოს აეროპორტიდან აფრინდა და თავდაპირველად სირიის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს მიმართულებით გაემართა, მაგრამ შემდეგ მკვეთრად შემობრუნდა და საპირისპირო მიმართულებით გაფრინდა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ილ-76ტე“-ს ტიპის თვითმფრინავმა ტარტუსის რაიონში მკვეთრად დაშვება დაიწყო. თვითმფრინავი 495 მეტრის სიმაღლეზე გაუჩინარდა. განიხილება ორი შესაძლებლობა: თვითმფრინავი ან ჩამოვარდა, ან პილოტმა ავარიულ დაშვებამდე სენსორები გამორთო.