„როიტერი“ - სერბეთმა ბულგარეთთან დამაკავშირებელი გაზსადენი გახსნა, რომელიც მიზნად ისახავს, შეამციროს სერბეთის დამოკიდებულება რუსულ გაზზე
სერბეთმა გაზის მიწოდების დივერსიფიცირებისთვის ბულგარეთთან დამაკავშირებელი მილსადენი გახსნა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, ახალი მილსადენი, რომელიც სერბეთს ბულგარეთთან აკავშირებს, მიზნად ისახავს, შეამციროს სერბეთის დამოკიდებულება რუსულ გაზზე.
სერბეთსა და ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს ახლა აზერბაიჯანულ ექსპორტზე ექნებათ წვდომა.
მილსადენის გახსნის ცერემონიას სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი და მისი ბულგარელი და აზერბაიჯანელი კოლეგები – რუმენ რადევი და ილჰამ ალიევი დაესწრნენ.
15 ნოემბერს სერბეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან 2024 წლიდან წელიწადში 400 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ.