„როიტერი“ - სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეიდან „ფაიზერისგან“ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის ტექნოლოგიის მოპარვა სცადეს
„როიტერი“ - სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეიდან „ფაიზერისგან“ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის ტექნოლოგიის მოპარვა სცადეს

ჩრდილოეთ კორეიდან კომპანია „ფაიზერისგან“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის ტექნოლოგიის მოპარვა სცადეს, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“, სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

დაზვერვის სამსახური არ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როდის სცადეს ჩრდილოეთ კორეიდან ჰაკერული თავდასხმის განხორციელება. დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ჩრილოეთ კორეამ სამხრეთ კორეულ კომპანიებზეც სცადა ჰაკერული თავდასხმა, თუმცა სპეციალურმა სამსახურებმა ფხენიანიდან განხორციელებული ყველა შეტევა აღკვეთეს.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ჩრდილოეთ კორეა კომპანია „ასტრაზენეკას“ მიერ შექმნილი ვაქცინის დაახლოებით 2 მილიონ დოზას წლის პირველ ნახევარში მიიღებს.

ჩრდილოეთ კორეის მთავრობის მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“ ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. ქვეყნის ლიდერი, კიმ ჩენ ინი და მეუღლე რი სოლ ჟუ საჯარაოდ უკვე ერთი წელია, არ გამოჩენილან.