„როიტერი“ – საფრანგეთის მთავრობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი ზომების დაწესებას გეგმავს

12:17, 23.09.2020

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, საფრანგეთის მთავრობა „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი ზომების დაწესებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება და 20 საათის შემდეგ ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალება.

შესაძლოა, ანალოგიური ზომები დაწესდეს ლიონში, მარსელში, ნიცასა და ბორდოში.

„კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე საფრანგეთში ვირუსის 507 150 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 31 426 ადამიანი.

მსგავსი