„როიტერი“ - საფრანგეთის მონაცემთა დაცვის სამსახური ჩინური ჩატბოტის, DeepSeek-ის მუშაობას ეჭვქვეშ აყენებს
საფრანგეთის მონაცემთა დაცვის სამსახური ჩინური ჩატბოტის, DeepSeek-ის მუშაობას ეჭვქვეშ აყენებს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
საფრანგეთში სურთ, უკეთ შეისწავლონ, თუ როგორ მუშაობს ჩინური სტარტაპის AI სისტემა და როგორია მომხმარებლის კონფიდენციალურობის შესაძლო რისკები.
„უკეთ რომ გავიგოთ, როგორ მუშაობს ეს ხელოვნური ინტელექტის სისტემა და რა რისკებია მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით, CNIL-ი დაკითხავს კომპანიის თანამშრომლებს, რომელიც DeepSeek-ის ჩატბოტს გთავაზობთ“, – აღნიშნა დეპარტამენტმა.
იტალიის მონაცემთა დაცვის სამსახურმა კი ჩინური DeepSeek-ის ხელოვნური ინტელექტი დაბლოკა. მიზეზად პერსონალური მონაცემების დაცვა სახელდება.