„როიტერი“ – საფრანგეთი უკრაინასთან დაკავშირებით მორიგ შეხვედრას 19 თებერვალს გამართავს

22:29, 18.02.2025

საფრანგეთი უკრაინასთან დაკავშირებით მორიგ შეხვედრას 19 თებერვალს გამართავს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

როგორც სააგენტო ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, პარიზმა შეხვედრაზე მიიწვია იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებიც პირველ სამიტზე არ იყვნენ.

წყაროს თქმით, მიწვეულ ქვეყნებს შორის არიან: ნორვეგია, კანადა, ჩეხეთი, საბერძნეთი, ფინეთი, რუმინეთი, შვედეთი, ბელგია და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

ცნობისთვის, 17 თებერვალს პარიზში გამართულ შეხვედრას რვა ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა, მათ შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. სამიტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერასა და თავდაცვაში ინვესტიციების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი