„როიტერი“ - საფრანგეთი და ინდოეთი თავდაცვითი აღჭურვილობის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ
„როიტერი“ - საფრანგეთი და ინდოეთი თავდაცვითი აღჭურვილობის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ

საფრანგეთი და ინდოეთი თავდაცვითი აღჭურვილობის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ინდოეთი და საფრანგეთი შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმუშაონ თავდაცვითი აღჭურვილობის ერთობლივ წარმოებაზე, მათ შორის ვერტმფრენებსა და წყალქვეშა ნავებზე ინდოეთის შეიარაღებული ძალებისა და მეგობარი ქვეყნებისთვის.

როგორც „როიტერი“ წერს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი თავდაცვითი აღჭურვილობის, ბირთვული ენერგიის, კოსმოსური კვლევების, ხელოვნური ინტელექტისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების შესახებ შეთანხმდნენ.

ამასთან ერთად, მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი შექმნის პირობებს უმაღლესი განათლების მისაღებად წელიწადში 30 000-მდე ინდოელი სტუდენტის მოსაზიდად.