„როიტერი“ - საფრანგეთი ჩეხეთს 257 მილიონი ევროს ღირებულების საარტილერიო იარაღს მიჰყიდის
„როიტერი“ - საფრანგეთი ჩეხეთს 257 მილიონი ევროს ღირებულების საარტილერიო იარაღს მიჰყიდის

საფრანგეთი ჩეხეთისთვის 257 მილიონი ევროს ღირებულების 52 ერთეული „კეისრის“ ტიპის საარტილერიო დანადგარის მიყიდვას გეგმავს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ჩეხეთთან მიღწეული შეთანხმება ქვეყნების სტრატეგიულ დონეზე დაახლოების შედეგად მოხდა და ახლოს არის პარიზის ხედვასთან, ევროპის თავდაცვის სფეროში მეტი ავტონომიის მოპოვების შესახებ.

გუშინ ემანუილ მაკრონმა საბერძნეთის პრემიერთან ერთად, ხელი მოაწერა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის პაქტს და განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შეწყვიტოს გულუბრყვილობა, როდესაც საქმე ეხება მისი ინტერესების დაცვას და თავდაცვის საკუთარი პოტენციალი უნდა შექმნას.

საფრანგეთს დაძაბული ურთიერთობა აქვს აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და ავსტრალიასთან, რომლებმაც თვის დასაწყისში სტრატეგიულ ბირთვულ ტრილატერალურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული შეთანხმება ავსტრალიის მხრიდან საფრანგეთისგან წყალქვეშა ნავების შეძენაზე ხელმოწერილი შეთანხმების გაწყვეტის მიზეზი გახდა.