„როიტერი“ - რუსეთმა შესაძლოა, ხვალიდან ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტოს
„როიტერი“ - რუსეთმა შესაძლოა, ხვალიდან ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტოს

რუსეთმა შესაძლოა, ხვალიდან ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტოს, – ინფორმაციას „როიტერი“ ფინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაციას ჟურნალისტები ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

რუსეთი ფინეთისთვის ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელია, თუმცა ქვეყნისთვის საჭირო ენერგიის მხოლოდ ხუთი პროცენტი მოდის გაზზე.

მიუხედავად ამისა, სააგენტო „როიტერის“ ცნობით, გაზის მიწოდებამ შესაძლოა, პრობლემები შეუქმნას მსხვილ საწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა 12 მაისს განაცხადეს, რომ ნატო-ში გაწევრების შესახებ განაცხადის გაკეთება რაც შეიძლება მალეა საჭირო.