„როიტერი“ - რუსეთმა აშშ-ს გადასცა კონკრეტული წინადადებები უსაფრთხოების სავალდებულო გარანტიების შესახებ, რისი მიღებაც დასავლეთისგან სურს
„როიტერი“ - რუსეთმა აშშ-ს გადასცა კონკრეტული წინადადებები უსაფრთხოების სავალდებულო გარანტიების შესახებ, რისი მიღებაც დასავლეთისგან სურს

რუსეთმა აშშ-ს გადასცა კონკრეტული წინადადებები უსაფრთხოების სავალდებულო გარანტიების შესახებ, რაც მას დასავლეთისგან სურს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

რუსეთის დედაქალაქში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, კარენ დონფრიდი იმყოფება, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვს და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი კოზაკს შეხვდა.

როგორც მედია წერს, რუსეთი აშშ-ისა და ნატო-სგან კონკრეტულ გარანტიებს ითხოვს, რომ დასავლეთის სამხედრო ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება და არ განათავსებს შეიარაღების გარკვეულ სისტემებს უკრაინაში და რუსეთის მოსაზღვრე სხვა ქვეყნებში.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აცხადებენ, რომ არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია, ვეტო დაადოს ახალი წევრების ინტეგრაციის პერსპექტივებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე რუსეთში უკრაინიდან ჩავიდა, სადაც ქვეყნის მაღალჩინოსნებთან გამართა მოლაპარაკებები.