„როიტერი“ – რუსეთის სიდიდით მეოთხე უმსხვილესმა ნავთობის გადამამუშავებელმა ქარხანამ და ბენზინის მეორე უმსხვილესმა მწარმოებელმა უკრაინის თავდასხმის შემდეგ ნედლი ნავთობის გადამუშავება შეაჩერა
რუსეთის სიდიდით მეოთხე უმსხვილესმა ნავთობის გადამამუშავებელმა ქარხანამ და ბენზინის მეორე უმსხვილესმა მწარმოებელმა, NORSI-მ უკრაინის თავდასხმის შემდეგ ნედლი ნავთობის გადამუშავება შეაჩერა. ამის შესახებ „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
წყაროების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებულმა იერიშებმა ზიანი მიაყენა რამდენიმე გადამამუშავებელ დანადგარს და ქარხნის ინფრასტრუქტურას.
როგორც „როიტერი“ წერს, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ 26 აგვისტოს უკრაინის შეტევის შედეგად ოლქში ერთ-ერთი სამრეწველო ობიექტი დაზიანდა, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია.
ქარხნის მფლობელ კომპანია „ლუკოილს“ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ამჟამად „ლუკოილის“ რუსეთში არსებული ყველა მსხვილი გადასამუშავებელი ქარხანა შეჩერებულია.