„როიტერი“ - რუსეთის სამხედრო ავიაციამ სირიაში თურქეთის საზღვრის მახლობლად ამბოხებულების ობიექტები დაბომბა
„როიტერი“ - რუსეთის სამხედრო ავიაციამ სირიაში თურქეთის საზღვრის მახლობლად ამბოხებულების ობიექტები დაბომბა

რუსეთის სამხედრო ავიაციამ სირიაში თურქეთის საზღვრის მახლობლად ამბოხებულების ობიექტები დაბომბა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, რუსულმა თვითმფრინავებმა იერიში სირიის ჩრდილო-დასავლეთით, ამბოხებულების საწვრთნელ ბანაკებზე მიიტანეს.

სირიელი ამბოხებულების ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მიწა-მიწა ტიპის რაკეტით ქალაქი ყაჰი დაბომბეს, ხოლო რუსეთის საჰაერო დარტყმები ახლოს იყო მჭიდროდ დასახლებულ ლტოლვილთა ბანაკებთან თურქეთის საზღვრის გასწვრივ.

იდლიბის პროვინციაში, სარმადას მახლობლად ასევე დაიბომბა ბუნებრივი აირის ობიექტი, მაგრამ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. პარალელურად, თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ სარმადასთან სარაკეტო იერიშებს ახორციელებს სირიის სამთავრობო არმიაც. თურქეთის თავდაცვის უწყებამ რუსეთის ხელისუფლებას უკვე აცნობა, რომ სირიაში სამთავრობო არმიის დაბომბვა უნდა შეწყდეს.