„როიტერი“ - რუსეთი 2022 წელს ენერგორესურსების ექსპორტიდან შემოსავლების 100 მილიარდი დოლარით გაზრდას ელოდება
„როიტერი“ - რუსეთი 2022 წელს ენერგორესურსების ექსპორტიდან შემოსავლების 100 მილიარდი დოლარით გაზრდას ელოდება

რუსეთი 2022 წელს ენერგორესურსების ექსპორტიდან შემოსავლების 100 მილიარდი დოლარით გაზრდას ელოდება. ამის მიზეზად მოსკოვში ნავთობის ექსპორტის და გაზის გაძვირებას უკავშირებენ. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რუსეთის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი პროგნოზებით, 2022 წელს, ენერგორესურსების გაყიდვის შედეგად, რუსეთის შემოსავლები 338 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ეს დაახლოებით 100 მილიარდით მეტია, ვიდრე 2021 წელს იყო.

„როიტერის“ ცნობით, ეს შემოსავალი დაეხმარება რუსეთს ეკონომიკის განმტკიცებაში, რომელსაც ზიანს აყენებს დასავლური სანქციები. ეს ასევე მისცემს საშუალებას რუსეთის პრეზიდენტს, გაზარდოს ხელფასები და პენსიები. რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, ბუნებრივი აირი წელს ორჯერ გაძვირდება, ხოლო 2025 წლამდე მისი ღირებულება ნელ-ნელა დაიკლებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მათი პროგნოზით, მომავალ წელს ენერგორესურსების ექსპორტიდან შემოსავალი 255,8 მილიარდ დოლარამდე დაიკლებს, თუმცა ეს მაინც იმაზე მეტი იქნება, ვიდრე 2021 წელს იყო. 2021 წელს რუსეთის შემოსავალმა 244,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.